„ნაყოფიერ, გამორჩეულ და საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას გისურვებთ“- ორბეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
07-09-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - თამუნა დალაქიშვილმა, დავით ნარიმანიძემ და მარიამ დალაქიშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ. 

კურსდამთავრებულები სწავლას გააგრძელებენ შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში: 

  • თამუნა დალაქიშვილი - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
  • დავით ნარიმანიძე - ეროვნული თავდაცვის აკადემია;
  • მარიამ დალაქიშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ);

სკოლის დირექტორი რომან ქავთარაძე და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ნაყოფიერ სასწავლო წლებს უსურვებენ. 

„ორბეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს და აწ, უკვე სტუდენტებს ვულოცავთ დასახული მიზნის მიღწევას, ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებასა და სასურველ სასწავლებლებში ჩარიცხვას.

ნაყოფიერ, გამორჩეულ და საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს. სიყვარულით, ორბეთის საჯარო სკოლა“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203