დიდი თონეთის კურსდამთავრებულებმა - ნიკა ბეჟუაშვილმა და დავით წიკლაურმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
07-09-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ვაჟა-ფშაველას სახელობის სოფელ დიდი თონეთის კურსდამთავრებულებმა - ნიკა ბეჟუაშვილმა და დავით წიკლაურმა ერთაინი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

კურსდამთავრებულები შემდეგი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ:

  • ნიკა ბეჟუაშვილი-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  • დავით წიკლაური -ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სკოლის დირექტორი ცისნამი არზუმელაშვილი და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და წარმატებულ სტუნდეტურ წლებს უსურვებენ. 

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ამ შესანიშნავ შედეგს თითოეულ მათგანს. საინტერესო, ნაყოფიერ და წარმატებულ სტუდენტობას ვუსურვებთ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203