ბახვის საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
06-09-2022

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ნუცა ცეცხლაძემ, ნინო აბაშიძემ და ოთარ ქურასბედიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ახალგაზრდები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. 

სკოლის დირექცია და მასწავლებლები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს: ნუცა ცეცხლაძეს, ნინო აბაშიძეს, ოთარ ქურასბედიანს ულოცავს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და შესაბამისად სტუდენტობას!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203