შრომის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ - დირექცია და პედაგოგები მათ სტუდენტობას ულოცავენ
06-09-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებიდან 11 სტუდენტი გახდა. აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. მათ შორის, მაგდა ცირდავამ და თამუნა ძნელაძემ 50%-იანი გრანტი მოიპოვეს. 

მაგდა გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, ხოლო თამუნამ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის (ინგლისურენოვანი) ფაკულტეტზე ჩააბარა. კიდევ ერთი კურსდამთავრებული ინა ჩიქოვანი სახელმწიფო დაფინანსებით ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე ისწავლის. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წლებს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203