ზემო ნატანების საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტებში ჩაბარებას ულოცავენ
06-09-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ნიკა ჩხატარაშვილმა, მარიამ ცერცვაძემ, ნინო გოგოტიშვილმა და მარიამ ოსიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

სკოლის კურსდამთავრებულები გახდნენ შემდეგი უნივერსიტეტების სტუდენტები:

  • ნიკა ჩხატარაშვილი - საქართველოს კავკასიის უნივერსიტეტი/50%-იანი გრანტი;
  • მარიამ ცერცვაძე - საქართველოს უნივერსიტეტი;
  • ნინო გოგოტიშვილი - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • მარიამ ოსიძე - ალტე უნივერსიტეტი.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას ულოცავენ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203