წასრის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულ მარიამ გაფრინდაშვილს სტუდენტობას ულოცავენ
06-09-2022

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წასრის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, მარიამ გაფრინდაშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და უმაღლეს სასწავლებელში, მისთვის სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წლებს უსურვებენ. 

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წასრის საჯარო სკოლა ულოცავს ამავე სკოლის კურსდამთავრებულს, მარიამ გაფრინდაშვილს სტუდენტობას, ვუსურვებთ წარმატებებს“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203