ტყიბულის N6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
06-09-2022

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში 2022 სასწავლო წელი ნაყოფიერად დასრულდა. წელს სკოლას 12 მედალოსანი ჰყავს. სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები.

გამოცდებზე გასული ყველა აბიტურიენტი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა, რომელთაგან ერთი 100%-იანი, სამი - 70%-იანი, რვა-50%-იანი გრანტის მფლობელია. ხოლო, დანარჩენი კურსდამთავრებულები რიგით პირველ, მათთვის სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხნენ, ნაწილი კი სწავლას უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე გააგრძელებს. 

სკოლის დირექციამ კლასის დამრიგებლებს - ლოლა ტოფაძეს და ავთანდილ ჩხიკვაძეს ნაყოფიერი სწავლებისა და მოსწავლეების სწავლა-განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის საჯაროდ მადლობა გადაუხადა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203