„100, 70 და 50-პროცენტიანი გრანტები და ყველა აბიტურიენტი სტუდენტი“- ხონის N2 სკოლა კურსდამთავრებულებმა ეროვნულ გამოცდებზე ასახელეს
05-09-2022

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა განსაკუთრებით ისახელეს თავი. სკოლის ყველა აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. აბიტურიენტებმა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. 100%-იანი გრანტი სკოლის ორმა კურსდამთავრებულმა მოიპოვა, კიდევ ორი უმაღლეს სასწავლებელში 70%- იანი სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლის, სამი მათგანი კი 50%-იანი გრანტის მფლობელია. 

სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები არიან:

100% -იანი:

თამარ კუხალაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/ქართული ფილოლოგია;

მარიამ ცეცხლაძე - აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი/ქართული ენა და ლიტერატურა.

70%-იანი:

მათე კოპალიანი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი /კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი);

მარიკა კოპალიანი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ჟურნალისტიკა;

50%-იანი:

ანა უგულავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი / ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკაში, ინგლისურენოვანი

გურამ ჯალაღონია - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი/ფილოლოგია - ინგლისური ენა.

ქრისტინე გიორბრლიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/სამართალი.

სკოლის დირექტორ ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძეს კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებს და მათ ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებს.

„ აჰა, ეს დღეც გათენდა...მოდის და მოდის მესიჯები... რეკავენ მადლიერი მშობლები... მოკლედ, სავსე ვარ ემოციით - 100-პროცენტიანი, 70-პროცენტიანი და 50-პროცენტიანი გრანტები და ყველა აბიტურიენტი სტუდენტი...“ - წერს სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორი ნუნუ მანაგაძე-ანდრიაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...