რუსთავის N16 საჯარო სკოლაში უჩვეულო გამოფენა მოეწყო
02-04-2018

რუსთავის N16 საჯარო სკოლამ ამჯერად არა მოსწავლეების, არამედ მშობლების ხელნაკეთი ნივთების გამოფენას უმასპინძლა. 

მშობლებმა სკოლაში მიიტანეს თავიანთი ხელნაკეთი ნივთები, მათ შორის სამკაულები, ნაჭრის და მოქსოვილი თოჯინები, ნახატები და ასე შემდეგ. 

გამოფენამ დამთვალიერებლების აღტაცება გამოიწვია. 

„მათ ერთხმად აღიარეს, რომ ჩვენს სკოლაში არა მხოლოდ ნიჭიერი მოსწავლეები, არამედ ნიჭიერი მშობლებიც მრავლად არიან,“- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203