ტაძრისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - მარიამ გურეშიძემ და ნაზია ბლიაძემ ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს
05-09-2022

გიორგი მთაწმინდელის სახელობის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - მარიამ გურეშიძემ და ნაზია ბლიაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებელში მათთვის სასურველ ფაკულტეტზე სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხნენ. 

მარიამ გურეშიძემ 100%-იანი გრანტი მოიპოვა, ნაზია ბლიაძე კი 70%-იანი სახელმწიფო დაფინანსების მფლობელია. 

სკოლის დირექტორ ზაზა გოგოლაძეს მოსწავლეთა მიღწევები ახარებს, მათ სტუდენტობას ულოცავს და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წლებს უსურვებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203