„გვწამს და გვჯერა, კიდევ მეტად ასახელებთ სკოლას“ - ზესტაფონის N7 სკოლის 12 კურსდამთავრებული უმაღლეს სასწავლებელში გრანტით ჩაირიცხა
05-09-2022

რევაზ მუმლაძის სახელობის ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

მათ შორის გიორგი ღამბაშიძემ, სანდრა წაქაძემ და თათია ბებიაშვილი 100%-იანი გრანტი მოიპოვეს. ანა ჯუღელი, ლიკა ნიკაჭაძე და ლიზი კამლაძე სწავლას 70%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით გააგრძელებენ. ელენე ლილუაშვილი, ნინი ჭუმბურიძე, სალომე კაპანაძე, ქრისტინე თოფურია, ლაშა წიწილაშვილი და მარიამ მურუსიძე 50%-იანი გრანტის მფლობელები არიან. 

სკოლის დირექცია და მასწავლებლები კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

„როგორც ყოველთვის, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ისევ გაგვახარეს თავიანთი წარმატებებით. გილოცავთ თითოეულ თქვენგანს, გისურვებთ უბედნიერეს სტუდენტობას, გვწამს და გვჯერა, კიდევ მეტად ასახელებთ იმ სკოლას, სადაც მიიღეთ სულისა თუ გონების საგზალი. არ შეგვიძლია განსაკუთრებით არ აღვნიშნოთ 100% გრანტის მფლობელები: გიორგი ღამბაშიძე, სანდრა წაქაძე, თათია ბებიაშვილი. 70% გრანტი მოიპოვეს - ანა ჯუღელმა, ლიკა ნიკაჭაძემ და ლიზი კამლაძემ. 50% გრანტი კი აიღეს ელენე ლილუაშვილმა, ნინი ჭუმბურიძემ, სალომე კაპანაძემ, ქრისტინე თოფურიამ, ლაშა წიწილაშვილმა და მარიამ მურუსიძემ. თქვენი მშობლიური სკოლა გზას დაგილოცავთ, სტუდენტებო!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203