ვანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ვიზუალურ პროგრამირებაში 2-კვირიანი ტრენინგი ჩაუტარდათ
05-09-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში საზაფხულო არდადეგებს უქმად არ ჩაუვლია. სკოლის მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო ტრენინგი ჩატარდა.
მოსწავლეებისთვის ტრენინგი ამავე სოფლის მკვიდრმა და სკოლა - პანსიონ კომაროვის მოსწავლემ, გელა კირვალიძე გამართა. გელა კირვალიძე ინგლისში 2 კვირით იყო მიწვეული, სადაც მან საკუთარი ცოდნა გაიღრმავა და მშობლიურ ქვეყანას დაუბრუნდა.
მან საკუთარი ინიციატივით ვანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ვიზუალურ პროგრამირებაში კერძოდ, scratch - ის აწყობისა და თამაშების შექმნის შესახებ 2 კვირიანი ტრენინგი ჩაუტარა.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და აღნიშნული პროგრამა გულდასმით შეისწავლეს.
ვანთის საჯარო სკოლის დირექტორი გია კირვალიძე უნიჭიერეს მოსწავლე გელა კირვალიძეს მადლობას უხდის და მომავალ წარმატებებს უსურვებს.