ზესტაფონის N2 სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს - მათგან შვიდი 100%-იანი გრანტის მფლობელია
05-09-2022

ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.

მათ შორის 7-მა მოსწავლემ - პაატა ჯოხაძემ, აკაკი ხიჯაკაძემ, ლუკა პირველაშვილმა, არჩილ ჟღენტმა, ნიკა ურჩაძემ, კესო სამყურაშვილმა და ანი ვაჭარაძემ 100%-იანი გრანტი მოიპოვა. მათგან 5-მა მათგანმა მე-12 კლასი დაამთავრა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა სტუდენტობას ულოცავს 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს. მაღალი შედეგებით გაგვანებივრეს ჩვენმა მოსწავლეებმა. შრომამ შედეგი გამოიღო და ქვეყნის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლები ელოდება მათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია 100% გრანტის მფლობელი, აწ უკვე სტუდენტების მონაპოვარი.

ასევე გვყავს ბევრი 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მფლობელები. ყველას ვუსურვებთ ბედნიერ სტუდენტობას და მორიგ წარმატებებს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203