ცხენთაროს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ 
05-09-2022

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში მათთვის სასურველ სპეციალობებზე ჩაირიცხნენ. 

სკოლიდან უმაღლეს სასწავლებელში სწავლას აგრძელებს 9 კურსდამთავრებული - ნინი ბერძული, ვიკა ზიბზიბაძე (აჯამეთის კორპუსი), ტატო დევიძე, ცისანა კვინიკაძე, რეზო კვინიკაძე, დავით მშვენიერაძე, ერეკლე მშვენიერაძე, თინათინ ოსაძე და გიორგი ჭულუხაძე (ცხენთაროს კორპუსი). მათ შორის 4 ჩაირიცხა უფასო ფაკულტეტზე.

აღსანიშნავია, რომ ცხენთაროს საჯარო სკოლა 2021-2022 სასწავლო წელს 12- მა მოსწავლემ დაამთავრა. სკოლას წელს ჰყავს ოქროსმედალოცნებიც. სკოლა წარჩინებით ნინი ბერძულმა და ვიკა ზიბზიბაძე (აჯამეთის კორპუსი) დაამთავრეს. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203