თბილისის N166 სკოლის აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს - მათგან 60-მა სახელმწიფოს სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მოიპოვა
05-09-2022

თბილისის N166 საჯარო სკოლის 2022 წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. ამასთან 60-მა მოსწავლემ სახელმწიფოს სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მოიპოვა. 

სკოლიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას 100%-იანი გრანტით გააგრძელებენ შემდეგი კურსდამთავრებულები:

  1. ლუკა ჭაბუკიანი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი/ კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტი (ინგლისურენოვანი);
  2. გიორგი წყაროზია ​- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  3. თამარ ბაიდოშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) (ინგლისურენოვანი);
  4. ნიკოლოზ ისაკაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/ეკონომიკის ფაკულტეტი;
  5. ლიზი ყურაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/ეკონომიკის ფაკულტეტი (ინგლისურენოვანი).

სკოლის 55-მა მოსწავლემ კი მოიპოვა 70%-იანი და 50%-იანი გრანტი და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ნაწილობრივი დაფინანსებით ისწავლიან. 

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ და მათ ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203