„არასოდეს გაჩერდეთ, თქვენი მონდომებით ყველაფერს მიაღწევთ“- აფხაზეთის N14 სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
05-09-2022

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ირაკლი კვარაცხელიამ და მარიამ ფაჩულიამ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. 

ირაკლი კვარაცხელია სწავლას შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე გააგრძელებს. მარიამ ფაჩულიამ კი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში (სეუ) ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. 

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„დირექცია და პედაგოგები გილოცავთ წარმატებებს ჩვენო კურსდამთავრებულებო, გისურვებთ დაგეპყროთ წარმატების მწვერვალები. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ასე იქნება. ბედნიერი მომავალი იყოს თქვენი მეგზური. არასოდეს გაჩერდეთ, თქვენი მონდომებით ყველაფერს მიაღწევთ. გზას დაგილოცავთ წარმატებებისკენ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203