დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
05-09-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის 2022 წლის კურსდამთავრებულებმა - მარიამ ნარსიამ, მარიამ ჯიჯელავამ, მარიამ სიგუამ, მარიამ ჯოჯუამ, ლუკა გაგუამ და ჯეკი ქვარცხავამ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სპეციალობებზე ჩაირიცხნენ. 

სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას შემდეგ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ:

  • მარიამ ნარსია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი/ქართულის  ფილოლოგია(უფასო);
  • მარიამ ჯიჯელავას - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი/სამართალი;
  • მარიამ სიგუა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/ფსიქოლოგია;
  • მარიამ ჯოჯუა - ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი /ისტორიული;
  • ლუკა გაგუა - ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/ბიზნესის ადმინისტრირება;
  • ჯეკი ქვარცხავა - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი/ისტორიული.

სკოლის დირექცია და პედკოლექტივი კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203