დაბა მესტიის N1, ფარის და უშგულის საჯარო სკოლის მოსწავლეები დებატების ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას
02-09-2022
დაბა მესტიის N1, ფარის და უშგულის საჯარო სკოლის მოსწავლეები „საქართველოს მომავლის აკადემიის“ პროექტის ფარგლებში 7-11 სექტემბერს ბანაკში - „დებატების აკადემია 2022“ მიიღებენ მონაწილეობას.

ბანაკში მონაწილეობისთვის დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლიდან ნიკა გურჩიანი, უშგულის სკოლიდან ლუკა ნიჟარაძე ხოლო, ფარის საჯარო სკოლიდან ზურა რეზესიძე შეირჩნენ.

ბანაკი გუდაურში გაიმართება, რომლის პარტნიორები - „საქართველოს უნივერსიტეტი“ და „ფრანკლინის კლუბია“.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ბანაკში შერჩეულ 48 აპლიკანტს შორის მოხვდნენ.

იხილეთ ფოტო:

ფოტო: მიშგოვ ლარდა / Mishgov Larda
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203