ჭარნალის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
02-09-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. მათ შორის გრანტი მოიპოვეს შემდეგმა აბიტურიენტებმა - შოთა აბაშიძემ, ნათია ფუტკარაძემ, ელდარ ფუტკარაძემ, ლევან გორგაძემ, ქრისტინე ჯორბენაძემ და თაჰირა მაკარაძემ.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლა ულოცავს სკოლის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას. წარმატებულ და საინტერესო სტუდენტობას გისურვებთ ყველას. სკოლას ეამაყოს თქვენი წარმატებით“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203