„არ გადაუხვიოთ არჩეულ გზას და მიაღწიეთ დასახულ მიზანს!“-ჯოჭოს საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
02-09-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ელიტა ბახტაძემ, ნინო კახიძემ, ნონა მიქელაძემ, ანა დოლიძემ, ლერი დიდმანიძემ და ჯანო იონიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ახალგაზრდები მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

სკოლის დირექტორი შორენა ხაბაძე და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ. 

„ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ სტუდენტობას. გისურვებთ წინსვლას ცხოვრების იმ დიდ გზაზე, რომელზეც თქვენი შედეგებით გადადგით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. არ გადაუხვიოთ არჩეულ გზას და მიაღწიეთ დასახულ მიზანს თქვენი ოჯახების და ქვეყნის საკეთილდღეოდ! თქვენი ფესვები ხომ ჩვენგან იწყება“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203