„წარმატებას ვუსურვებთ სტუდენტობის გზაზე“-მულახის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები კურსდამთავრებულებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ულოცავენ
02-09-2022

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - სალომე ქურდიანმა, მარიამ დევდარიანმა, მაკა ქურდიანმა და ლელა ჯაჭვლიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

სკოლის დირექტორი ნელი გუჯეჯიანი და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„მულახის საჯარო სკოლის დირექტორი ნელი გუჯეჯიანი და პედკოლექტივი ულოცავს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს სალომე ქურდიანს, მარიამ დევდარიანს, მაკა ქურდიანს და ლელა ჯაჭვლიანს, რომლებიც წარმატებით ჩაირიცხნენ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის და ალტერბრიჯის და სოხუმის უნივერსიტეტებში. წარმატებებს ვუსურვებთ მათ სტუდენტობის გზაზე“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203