„ჯანსაღი თაობა ჯანსაღ საქართველოს!“ - თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტს ახორციელებენ
02-04-2018
თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მე-5ა კლასის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი რუსუდან ბოგვერაძე პროექტს „ჯანსაღი თაობა ჯანსაღ საქართველოს!“ ახორციელებენ.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები თერჯოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელ თამილა არჯევანიძეს შეხვდნენ. თამილა არჯევანიძე სკოლის აღსაზრდელებს მავნე ჩვევების დამღუპველობაზე ესაუბრა და მათ შესაბამისი ვიდეომასალა უჩვენა.
ღონისძიების ბოლოს დისკუსია გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მონაწილეებმა შეხვედრა დადებითად შეაფასეს და ერთობლივი გეგმები დასახეს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“