დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაირიცხნენ
02-09-2022
მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები დიდი წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
მათმა ნაწილმა დაფინანსებაც მოიპოვა.
სკოლას წელს სულ 11 აბიტურიენტი ჰყავდა და განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა მათგანი სტუდენტი გახდა.
სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
ქეთი გვარლიანმა 100%-ანი, ნინო ხოჯელანმა 70%-ანი, ლიზი ფირცხელანმა 50%-ანი, ხოლო კესო ხერგიანმა - 50%- ანი დაფინანდება მოიპოვა. გამოცდები წარმატებით ჩააბარეს გვანცა ხერგიანმა, ანი ჭედლიანმა, გოგა ფალიანმა, გიორგი ნიგურიანმა, შოთა ფალიანმა, ლუკა გვარლიანმა და საბა რატიანმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს