შუბნის საჯარო სკოლის 9 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა 
02-09-2022

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლის 9 კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. ახალგაზრდები მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავენ. 

„შუბნის საჯარო სკოლის ათ კურსდამთავრებულთაგან ცხრა აბიტურიენტი ჩაირიცხა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. ყველას წარმატება გვახარებს და ვულოცავთ. აღსანიშნავია წლევანდელ კურსდამთავრებულთა შორის მიშა შაინიძის წარმატება, რომელმაც ყოველგვარი გარე რეპეტიტორის გარეშე მოიპოვა გრანტი. ვულოცავთ ყველას ვინც გახდა სტუდენტი და წარმატებებს ვუსურვებთ“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203