სამტრედიის N6 საჯარო სკოლის პედაგოგებმა მასწავლებელთა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
02-09-2022
მარლენ ბარამიას სახელობის სამტრედიის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე მუდამ დაუღალავად შრომობენ.

ამჯერად, მასწავლებელთა გამოცდები: ხათუნა ვაშაკიძემ, ნინო ჭვალაძემ, როზა ბაღდავაძემ, სოფო შენგელიამ და ეკა შენგელიამ წარმატებით ჩააბარეს.

მათ შორის, აღსანიშნავია, რომ სოფო შენგელიამ წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდას წარმატებით გაართვა თავი.

სკოლის დირექცია პედაგოგებს ულოცავს ამ წარმატებას. სკოლისთვის თითოეული მათგანის მიღწევა მეტად საამაყოა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203