„ვულოცავთ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას“- ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის ორივე აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
02-09-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლას 2021-2022 სასწავლო წელს ორი აბიტურიენტი ჰყავდა და ორივე სტუდენტი გახდა.

სკოლის კურსდამთავრებულები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტში წარმატებით ჩაირიცხნენ.

  • ბექა პაქსაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტი / ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი;
  • გიგა კოჩალიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტი / სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებით  ამაყობენ და წარმატებებს უსურვებენ:

„გაგვახარეს ჩვენმა სკოლის მოსწავლეებმა. წელს ორი აბიტურიენტი გვყავდა უკვე ორივე სტუდენტია.

ვულოცავთ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, ნაყოფიერსა და საინტერესო სტუდენტობას ვუსურვებთ“, - ვკითხულობთ გავრცელებულ მილოცვაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203