ძირკვაძეების საჯარო სკოლის დირექტორი დონარი აბულაძე კურსდამთავრებულებს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ულოცავს
02-09-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის ორი აბიტურიენტიდან ორივემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.

კურსდამთავრებულები სასურველი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ.

დეა თავართქილაძე თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა; ხოლო მარი თავართქილაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

სკოლის დირექტორმა, დონარი აბულაძემ კურსდამთავრებულებს ეს წარმატება მიულოცა:

​„ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი გოგონების წარმატებით. წელს, ორი აბიტურიენტიდან, ორივე სტუდენტია.

გილოცავთ, ჩემო შრომისმოყვარე და მიზანდასახულო გოგონებო ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, ნაყოფიერ და საინტერესო სტუდენტობას გისურვებ. გესახელებინოთ თქვენი მშობლიური სკოლა და სოფელი“, - ვკითხულობთ დირექტორის, დონარი აბულაძის მილოცვაში.

იხილეთ ფოტო:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203