„წარმატების კარი თავად უნდა შეაღოთ!​“- ღურტის საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
02-09-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

სკოლიდან წელს სტუდენტები გახდნენ:

  • მაცაცო ღორჯომელაძე - ევროპის უნივერსიტეტი;
  • დათო ვასაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • გიორგი პაქსაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • დათო იაკობაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • მარიკა იაკობაძე - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;
  • ნიკა ღორჯომელაძე - ბათუმის საზღვაო აკადემია;
  • ანა ღორჯომელაძე - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
  • მეგი ღორჯომელაძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
  • გიორგი ღორჯომელაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ. 

„გილოცავთ უკვე სტუდენტებო, წარმატებას გისურვებთ ცხოვრების რთულ გზაზე! თქვენ უკეთ იცით, თქვენთვის რაა წარმატება და რისი მიღწევა გსურთ. ცხოვრება არაა ეროვნული გამოცდები და უფრო რთულ გამოცდებს შემოგთავაზებთ და ყველაზე რთული ეს გამოცდები იქნება! წარმატების კარი თავად უნდა შეაღოთ და იმედგაცრუება არ იქციოთ ცხოვრების წესად! განაგრძეთ მტკიცედ, უფრო მყარად... გილოცავთ!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203