„გისურვებთ ​ბედნიერ და წარმატებულ მომავალს“ - გოგაშენის საჯარო სკოლის ორივე კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა 
02-09-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის ორი კურსდამთავრებულიდან, ორივემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. გვანცა კოჟორიძე და მიხეილ ხუციშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ. 

სკოლის დირექცია და მასწავლებლები კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„გოგაშენის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი გვანცა კოჟორიძესა და მიხეილ ხუციშვილს ულოცავენ სტუდენტობას, ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203