ორჯის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ტათევ ხოცანიანმა ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი მოიპოვა
02-09-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლა 2021-2022 სასწავლო წელს ცხრა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან ორი ვერცხლის მედლის, ხოლო ერთი - ტათევ ხოცანიანი ოქროს მედლის კანდიდატია.
აღსანიშნავია, რომ ოქროს მედლის კანდიდატმა, ტათევ ხოცანიანმა 2020 წელს ახალქალაქის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მეორე ადგილი დაიკავა.
ტათევმა სკოლა კიდევ ერთხელ ასახელა, ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და 100%-იანი გრანტი მოიპოვა.
სკოლის პედაგოგები წარჩინებულ მოსწავლეს ულოცავენ ამ წარმატებას. აღსანიშნავია, რომ ტათევის დამრიგებელმა მას ემოციური წერილი მიუძღვნა.
„ტათევი ნიჭიერი და არაჩვეულებრივი მოსწავლე იყო. იგი ბევრი კონკურსის გამარჯვებულია. მათ შორის, ახალქალაქის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ II ადგილის მფლობელია. ჯერ არ აქვს უმაღლესი განათლება, მაგრამ „ალიქ მედიაში“ ჟურნალისტად მუშაობს.
ძალიან მიყვარს და ვამაყობ ჩემი მოსწავლით. ყველას ვურჩევ, იშრომონ და ისწავლონ კარგად. ტათევს კი უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ“, - ვკითხულობთ პედაგოგის წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს