„წარმატებული იყოს გზა ახალი ცხოვრებისკენ“- სხალთის საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
02-09-2022

აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - სალომე გორგილაძემ, ნათია შაინიძემ, თიკო შაინიძემ, ჯილდა შაინიძემ და ხათუნა შანთაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. მათ შორის სალომე გორგილაძემ 50%-იანი დაფინანსება მოიპოვა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წლებს უსურვებენ. 

„სხალთის საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენს არაჩვეულებრივ მეთორმეტეკლასელებს: სალომე გორგილაძეს ( 50 იანი გრანტი), ნათია შაინიძეს, თიკო შაინიძეს, ჯილდა შაინიძეს და ხათუნა შანთაძეს სტუდენტობას. წარმატებული იყოს გზა ახალი ცხოვრებისკენ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203