„გისურვებთ, დასახული მიზნების ასრულებას“ - საციხურის საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
02-09-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

სკოლის დირექცია და მასწავლებლები კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„საციხურის საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. გისურვებთ დიდ წარმატებას და შემდგომში დასახული მიზნების ასრულებას“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203