„ბედნიერ წლებს და წარმატებულ მომავალს გისურვებთ“- გორგაძეების საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
02-09-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - გიორგი შერვაშიძემ, ნინი და ანანო გორგილაძეებმა, გვანცა გორგილაძემ, ნინი შაქარიშვილმა, ნინო გორგილაძემ, სოფო ვანაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ახალგაზრდები მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. მათ შორის ნინი გორგილაძემ 50%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები აბიტურიენტებს წარმატებას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

„გორგაძეების საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები ვულოცავთ 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს - გიორგი შერვაშიძეს, ნინი და ანანო გორგილაძეებს, გვანცა გორგილაძეს, ნინი შაქარიშვილს, ნინო გორგილაძეს, სოფო ვანაძეს სტუდენტობას!!! ბედნიერ წლებს და წარმატებულ მომავალს გისურვებთ. ყოველთვის გვეამაყოს თქვენით!!! ნინი გორგილაძეს კი ვულოცავთ 50%-იანი გრანტის მოპოვებას!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203