აჭყვისთავის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ 
02-09-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ახალგაზრდები მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

სკოლიდან წელს სტუდენტები გახდნენ:

  • ია ხახუტაიშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი/ტურიზმი;
  • ზაზა ხახუტაიშვილი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია/გემის მექანიკა;
  • ნიკა ჭაღალიძე - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია/ბიზნესის ადმინისტრირება.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წლებს უსურვებენ. 

„აჭყვისთავის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს დიდი სიხარულით და სიყვარულით ვულოცავთ სტუდენტობას. საინტერესო და წარმატებული სტუდენტობა თქვენ“,-ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203