„ამაყი და ბედნიერია სკოლა!“- ჭახათის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
02-09-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლის 2022 წლის კურსდამთავრებულებმა - ნიკა გეგიძემ, ნინო ხახუტაიშვილმა და მარი ცეცხლაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ახალგაზრდები მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

სკოლის დირექტორი და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„ვულოცავ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს: ნიკა გეგიძეს, ნინო ხახუტაიშვილს და მარი ცეცხლაძეს სტუდენტობას! ამაყი და ბედნიერია სკოლა! წარმატებული გზებით გევლოთ!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203