წაღვლის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგსა და კურსდამთავრებულებს გამოცდებზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს
02-09-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის წარმატებული აღმოჩნდა ზაფხულიც.

წელს, სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა, თეონა კაპანაძემ წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

ასევე სკოლის კურსდამთავრებულებმა - ქეთი და მეგი ლომიძეებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

წაღვლის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგსა და კურსდამთავრებულებს გამოცდებზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203