„გილოცავთ, ღირსეული შვილები ყოფილიყავით ჩვენი თვალხატულა სამშობლოსი!“ - ჭრებალოს საჯარო სკოლის 14-ვე აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
02-09-2022

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლის 14-ვე აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. 

კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

სკოლის დირექტორი მაკა ვაწაძე კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს. 

„14 აბიტურიენტი -14 სტუდენტი, გილოცავთ, თქვენ და ყველა სტუდენტს. თქვენ უნდა შექმნათ ჩვენი ქვეყნის მომავალი, ღირსეული შვილები ყოფილიყავით ჩვენი თვალხატულა სამშობლოსი!“,- ვკითხულობთ დირექტორის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203