მუხრანას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ფარიდი ალიევმა და როზა კარაევამ ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
02-09-2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა - ფარიდი ალიევმა და როზა კარაევამ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხნენ. ორივე მათგანი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის მოსამზადებელ კურსზე გააგრძელებს სწავლას. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203