„დაე, მათი ყოველი დღე სავსე იყოს ნათელი შთაბეჭდილებებით, ცოდნითა და აღმოჩენებით“- შაუმიანის N3 სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
02-09-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. მათ შორის ქრისტინა მარტიროსიანმა და სიუზანა თემურაზიანმა 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ ცხოვრებას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებას ჩვენი სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს - ქრისტინა მარტიროსიანს (100%-იანი სახელმწიფო გრანტი), სიუზანა თემურაზიანს (100%-იანი დაფინანსება), გოგი ზანგინიანს, ვაზგენ შლეპჩიანს ასევე 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულს - ჯამილია ბაღანდალიევას. 

ვუსურვებთ, რომ გახდნენ საუკეთესო სტუდენტები და გულმოდგინედ შეისწავლონ თითოეული დავალება. დაე, მათი ყოველი დღე სავსე იყოს ნათელი შთაბეჭდილებებით, სასარგებლო ცოდნით, საოცარი აღმოჩენებით. ვუსურვებთ მათ მოთმინებას, ჯანმრთელობას, ძალას და ენერგიას“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203