ახმეტის N1 სკოლის 20 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა - დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას ულოცავენ
02-09-2022

ახმეტის N1 საჯარო სკოლის 20 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.

სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთაგან 20 მოსწავლე აბარებდა ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ყველა მათგანმა წარმატებით ჩააბარა სასურველ სასწავლებელში, მათგან ორმა: ნინო სამუკაშვილმა და თეონა თედეშვილმა 100% -იანი გრანტი მოიპოვა. სამი: ქეთი ერთგულაშვილი, ლუკა დედაბრიშვილი და ნუნუკა კოტორაშვილი უნივერსიტეტში სწავლას​ 70%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით გააგრძელებენ, მარი ოტიაშვილი და ქეთევან ხოზბერუაშვილი კი 50%-იანი გრანტის მფლობელები არიან.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203