აბედათის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ
02-09-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ანი ნემსაძემ, თამარ მიქავამ, თენგო წოწონავამ და მალხაზ სურმავამ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. 

ანი ნემსაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უფასო ფაკულტეტზე ისწავლის, თამარ მიქავა, თენგო წოწონავა და მალხაზ სურმავა კი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წლებს უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203