„გისურვებთ სტუდენტობის წლები სავსე იყოს საინტერესო შესაძლებლობებით“-ხიხაძირის საჯარო სკოლის დირექცია აბიტურიენტებს უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს
01-09-2022
სერგო ჯაიანის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
ისინი სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
სკოლაში კურსდამთავრებულებს ამ უდიდეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ყველა კურსდამთავრებულებს უსურვებს, რომ სტუდენტობის წლები სავსე იყოს ბევრი საინტერესო შესაძლებლობებით, რომელიც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს