სალხინოს საჯარო სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ულოცავს
01-09-2022

ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის 9 აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. ახალგაზრდები მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. მათგან ორმა - მათე გულორდავამ და თედო ხურცილავამ 70%-იანი გრანტი მოიპოვა. 

სკოლის დირექცია კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს. 

აღსანიშნავია, რომ სალხინოს საჯარო სკოლა 2021-2022 სასწავლო წელს 17-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან ეროვნულ გამოცდებს კი 9 აბიტურიენტი აბარებდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 9-ვე წელს სტუდენტი გახდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203