„ვამაყობთ, თქვენი შედეგებით“ - დიდგორის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
01-09-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლის 2022 წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ახალგაზრდები მათთვის სასურველი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გახდნენ. მათ შორის არიან გრანტის მფლობელებიც. 

წელს სკოლიდან სხვადასხვა უნივერსიტეტებში ჩააბარეს შემდეგმა მოსწავლეებმა:

  • ნანული გელბახიანი - გულიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/ სამართალი/70%-იანი გრანტი;
  • ლევან გურჩიანი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სკანდინავიური ენების ფაკულტეტი/ 50%-იანი გრანტი;
  • სოსო არღვლიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/ბიზნესის ადმინისტრირება;
  • ლაშა ზაქაიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/ბიზნესის ადმინისტრირება.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„დიდგორის საჯარო სკოლის კოლექტივი ვულოცავთ 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და აწ უკვე სტუდენტებს. ვუსურვებთ, ბედნიერ სტუდენტობის წლებსა და დასახული მიზნების მიღწევას. სკოლა ამაყობს თქვენი შედეგებით“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203