„მჯერა, საუკეთესო სპეციალისტები გახდებით“- ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
01-09-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულეს. ​

სკოლას 2021-2022 სასწავლო წელს ექვსი მეთორმეტეკლასელიდან სამი ოქროს მედლის კანდიდატი ჰყავდა. ხუთი აბიტურიენტიდან კი ხუთივე აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასურველ ფაკულტეტებზე წარმატებით ჩაირიცხა.

წარმატებულ აბიტურიენტთაგან გიორგი ლელაძემ 70%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა და ის სწავლას გამოყენებით ბიომეცნიერებების (ბიოტექნოლოგია) ფაკულტეტზე განაგრძობს;

ლუკა გაგოშიძე დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე ჩაირიცხა;

ლევან კაციტაძე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ისწავლის;

ნინო ბერაძე მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის, დაწყებითი განათლების (უფასო) ფაკულტეტის, სტუდენტი გახდა;

ნიკა კაციტაძე კი აგრონომიის ფაკულტეტზე ისწავლის.

სკოლის კურსდამთავრებულებს დირექტორი ეთერ პაპავა წარმატებული სტუდენტობას უსურვებს:

„წელიწადის ამ დროს, ცხელი აგვისტოს მიწურულს ყოველთვის მოულოდნელად ველოდებით ჩვენი თორმეტწლიანი შრომის შედეგს და დადგა ეს ბედნიერი დღე...

ჩემო ნინო, გიორგი, ლუკა, ნიკა, ლევან გილოცავთ სტუდენტობას. მჯერა, თქვენს შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებთ და გახდებით საუკეთესო სპეციალისტები; მიყვარხართ, მეამაყებით, მეიმედებით. ბედნიერ სტუდენტობას გისურვებთ, წარმატებით გევლოთ მომავლის გზებზე!“, - წერია სკოლის დირექტორის, ეთერ პაპავას მისალოც წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203