ველისციხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაირიცხნენ
01-09-2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს. 2021/2022 სასწავლო წლის სკოლის კურსდამთავრებულთა უდიდესი ნაწილი სტუდენტი გახდა და სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. აქედან განსაკუთრებით აღსანიშნავია წარმატებულთა შორის წარმატებული აბიტურიენტები, რომლებმაც განსაკუთრებით მაღალი შედეგები აჩვენეს და გრანტი მოიპოვეს.

სკოლიდან უმაღლეს სასწავლებელში სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლიან: 

  1.  ნანუკა კაპანაძე 100%;
  2. ანუკი  კოკოლაძე  70%;
  3. ელენე  ყავალაშვილი  70%;
  4. ნინო  ბუხაჩაური 50%;
  5. თიკო  გომშიაშვილი 50%;
  6. გიორგი  ცქიტიშვილი 50%.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203