ჩალაუბნის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.
ეროვნულ გამოცდებზე გასული კურსდამთავრებულებიდან 2 კურსდამთავრებული ისწავლის 70%-იანი დაფინანსებით, ერთ კურსდამთავრებულს კი სწავლა 50%-იანი გრანტით დაუფინანსდება.
სკოლის წარმატებული მოსწავლეები არიან:
- დავით ყოყოჩაშვილი- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი/დიპლომირებული მედიკოსი/70%-იანი გრანტი;
- თეკლა ფრიდონაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/ჰუმანიტარული მეცნიერებები/70%-იანი გრანტი;
- ლუკა მათიაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტი/გრაფიკული დიზაინი/50%-იანი გრანტი;
- ნიკა ჯანგულაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი/ინფორმატიკა;
- ირაკლი ტივიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი/ეკონომიკა;
- ვაჟა მათიაშვილი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი/ბიზნესის ადმინისტრირება;
- ლუკა კაპანაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი/ბიზნესის ადმინისტრირება;
სკოლის დირექტორი ლამზირა ყორჩიშვილი და პედაგოგები ყველა კურსდამთავრებულს წარმატებულ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ.