დედალაურის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის 2022 წლის ოთხი კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა. აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. მათ შორის არიან გრანტის მფლობელებიც.
- ლიზი ბობოხიძეს 100%-იანი გრანტით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას;
- ანი ბობოხიძე 50%-იანი გრანტით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენა და ლიტერატურის პროგრამაზე ისწავლის;
- მარიამ წივწივაძე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის სტუდენტია;
- გიორგი სულუხია კი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის პროგრამაზე ჩაირიცხა.
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე.