მაიდნის საჯარო სკოლის ორივე კურსდამთავრებული უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით ჩაირიცხა
01-09-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლა წელს ორმა მოსწავლემ - ლარისა მალანიამ და ელენე ჯანგველაძემ დაამთავრა. ორივე კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სასურველი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა.
ლარისა მალანია ჩაირიცხა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ელენე ჯანგველაძე კი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით გააგრძელებს სწავლას.
სკოლაში აბიტურიენტთა წარმატება ახარებთ და მათ ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს