მარტვილის N2 სკოლ​ის 25 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა
01-09-2022

აზა ადამიას სახელობის მარტვილის N2 საჯარო სკოლ​ის 25-მა კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. მათ შორის არიან გრანტის მფლობელებიც.

რევაზ თოდუა უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ისწავლის. ლიზი გვილავას, სანტა ჯღარკავას, ქეთევან ქვარცხავას სწავლას სახელმწიფო 70%-ით დაუფინანსებს; ქრისტინე ხაჟომიამ, ზურაბ გვაზავამ, ნუგზარ რუხაიამ და მიხეილ ხარებავამ ეროვნულ გამოცდებზე 50%-იანი გრანტი მოიპოვეს. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ აზა ადამიას სახელობის მარტვილის N2 საჯარო სკოლ​ა 2021-2022 სასწავლო დაამთავრა 38 მოსწავლემ. აქედან ეროვნულ გამოცდებს აბარებდა 27 კურსდამთავრებული. უმაღლეს სასწავლებელში კი 25 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე) 30 აგვისტოს გახდა ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203